ჰიბრიდულ ელექტრონული ავტომობილი, ანუ HEV ეს არის შიდაწვის ძრავა + ელექტროძრავა, რომლებთაგანაც ერთი უმეტეს შემთხვევაში ძირითადია, ხოლო მეორე დამატებითი. ესეთი ტიპის მანქანები ძირითადად მსუბუქი ავტომობილების კლასში გვხვდება, თუმცა არსებობენ ჰიბრიდულ ძრავიანი სატვირთო მანქანები და ტრაქტორები . თანამედროვე ელექტროძრავიანი ავტომობილები იყენებენ ტექნოლოგიას სახელწოდებით რეგენერაციული დამუხრუჭება. ეს გულისხმობს შემდეგს: ავტომობილის კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად, რომელიც მუხტავს ელექტრო ბატარეებს, ანუ ავტომობილის ენერგიის წყაროს. ჩვეულებრივ ძრავიან ავტომობილებში კი დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ენერგია გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და თუ რა ხდება ე.წ. ზოგიერთი ჰიბრიდული ავტომობილი იყენებს შიდაწვის ძრავას გენერატორის ასამუშავებლად, რომელიც თავის მხრივ გამოიმუშავებს ელექტროდენს ბატარეების დასამუხტად. არსებობს ჰიბრიდული ავტომობილების ტიპები, რომლებიც მფლობელისგან მოითხოვენ დაცლილი ბატარეების შეცვლას ან დატენვას, როგორც ამ სურათებზეა ნაჩვენები:
ბევრი ელექტრო მოტორიანი ავტომობილი ამცირებს მავნე გამონაბოლქვს, როდესაც მისი კომპიუტერული სისტემა ე.წ. IDLE მდგომარეობისას თიშავს შიდაწვის ძრავას და მას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში რთავს. ეს სისტემა ცნობილია როგორც start-stop. ეკოლოგიაზე დადებიტად მოქმედებს ის ფაქტიც რომ ჩვეულებრივი ავტომობილების ძრავებისაგან განსხვავებით, ჰიბრიდული ავტომობილის ძრავები არ მოიხმარენ ბევრ ბენზინს, შესაბამისად ნაკლებად მძიმდება გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა.
ჯერ კიდევ 1900 წელს ფერდინანდ პორშემ შექმნა პირველი ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილი სახელწოდებით Lohner-Porsche Mixte Hybrid. მისი ქმნილება ასე გამოიყურებოდა:
ძარის ტიპი: 4 კარიანი სედანი (კომპაქტური ავტომობილი)
ძრავები: 76 ცხენის ძალიანი ბენზინი და 67 ცხენის ძალიანი ელექტრო
ძრავები: 76 ცხენის ძალიანი ბენზინი და 67 ცხენის ძალიანი ელექტრო