Sunday, June 5, 2011

picasa.com

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


  1. ლორთქიფანიძე, მერაბ
    "ჯენერალ მოტორსი" მოკვდა, გაუმარჯოს ახალ "ჯენერალ მოტორსს" : ავტოინდუსტრია / მერაბ ლორთქიფანიძე // ბიზნესი და მენეჯმენტი : ჟურნალი ბიზნესისა და მართვის ხელოვნების შესახებ. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-357X. - N2(22). - გვ.36-40[MFN: 36078]
    UDC:  629.33 + 338.22 + 65.01(73)
    Photos:  ჰენდერსონი ფრიც
    Annotation:  ავტოინდუსტრია
    Person Name:  ჰენდერსონი ფრიც - "ჯენერალ მოტორს კომპანის" მთავარი აღმასრულებელი; ობამა ბარაკ - აშშ-ს პრეზიდენტი.


იაპონიის ავტოინდუსტრიის აღდგენას თვეები დასჭირდება

იაპონიას მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა. რა თქმა უნდა, სტიქიის რეგიონში, ყველა წარმოება გაჩერებულია. არ მუშაობს საავტომობილო ქარხნებიც. „ტოიოტა”, „ნისანი”, „ჰონდა” და სხვა კომპანიები, პერიოდულად, რამდენიმე დღით ახანგრძლივებენ ხოლმე იძულებით უქმეობას, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი ქარხნის ამოქმედება კიდევ რამდენიმე კვირის და იქნებ, თვის განმავლობაშიც არ მოხერხდება.



უფრო მეტიც, მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელთა გაჩერების გამო, სხვა ქვეყნების ავტომწარმოებლებიც ზარალდებიან. ზოგ შემთხვევაში, მათ წარმოების შეზღუდვა და უარეს შემთხვევაში, გაჩერებაც კი უწევთ. ამიტომ, იაპონიის სტიქიურმა უბედურებამ, არამარტო იაპონური, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიაც კი აზარალა.

თანამედროვე ავტომობილი დაახლოებით 30 000 ნაწილისგან შედგება, რომელთა 70 პროცენტზე მეტს, კომპონენტების მწარმოებელი ასობით კომპანია აწარმოებს. ამასთან, წარმოების პროცესში, ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკის მიწოდების შეფერხებამ, შეიძლება ქარხნის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამას კი ეგრეთ წოდებული „ზუსტად დროში” (ჯასტ ინ ტაიმ) საწარმოო პროცესი იწვევს.

ეს პროცესი ქარხნების ტერიტორიაზე მინიმალური სასაწყობე სათავსების არსებობას ითვალისწინებს და საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ცხოვრება ნორმალური რიტმით მიმდინარეობს. ქარხანა საჭირო მაკომპლექტებლებს ყოველდღიურად ღებულობს და თითქმის მაშინვე კონვეიერზე უშვებს. ამ პროცესის მეშვეობით (ის პირველად სწორედ იაპონელებმა დანერგეს) ასობით მილიონი დოლარის დაზოგვა ხერხდება. მაგრამ მიწოდებაში მცირე შეფერხებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამწყობმა ქარხანამ მუშაობა შეანელოს და შეწყვიტოს კიდეც.

იაპონიის სტიქიის რეგიონში, მაკომპლექტებლების მწარმოებელი დაახლოებით 500 ქარხანაა გაჩერებული. ამ ქარხნებში საავტომობილო ელექტრონიკას, პლასტმასის დეტალებს, სხვადასხვა ნაწილებს აწარმოებენ. ეს ქარხნები, გარდა იაპონური კომპანიებისა, უცხოურ კომპანიებსაც ამარაგებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საწარმოები ნორმალური რეჟიმით მუშაობის აღდგენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ. არადა, იაპონური ავტოინდუსტრია, რომლის წარმოების წლიური ფულადი მოცულობა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია, მიწისძვრამდე როგორღაც ახერხებდა იმ კრიზისიდან თავის დაღწევას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.
 24saati.ge

Sunday, May 8, 2011

Munich


View Untitled in a larger map

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლეტებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება.
დაარსების ისტორია

 „ოთხი ცილინდრი“ - BMW-ს შტაბბინა მიუნხენში. მის წინ კი გასაღების ფორმის BMW-ს მუზეუმია  


BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანია ხალი სახელი - ”ბაიერიშე მოტორენ ვერკე” ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - ”ტურ 3ა” შექმნა, შემდეგ კო ”მოტორ 4”, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაკს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაკსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა ”R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს ”ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველათი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი ”მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.