Sunday, June 5, 2011

picasa.com

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


  1. ლორთქიფანიძე, მერაბ
    "ჯენერალ მოტორსი" მოკვდა, გაუმარჯოს ახალ "ჯენერალ მოტორსს" : ავტოინდუსტრია / მერაბ ლორთქიფანიძე // ბიზნესი და მენეჯმენტი : ჟურნალი ბიზნესისა და მართვის ხელოვნების შესახებ. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-357X. - N2(22). - გვ.36-40[MFN: 36078]
    UDC:  629.33 + 338.22 + 65.01(73)
    Photos:  ჰენდერსონი ფრიც
    Annotation:  ავტოინდუსტრია
    Person Name:  ჰენდერსონი ფრიც - "ჯენერალ მოტორს კომპანის" მთავარი აღმასრულებელი; ობამა ბარაკ - აშშ-ს პრეზიდენტი.


იაპონიის ავტოინდუსტრიის აღდგენას თვეები დასჭირდება

იაპონიას მიწისძვრამ უდიდესი ზარალი მიაყენა. რა თქმა უნდა, სტიქიის რეგიონში, ყველა წარმოება გაჩერებულია. არ მუშაობს საავტომობილო ქარხნებიც. „ტოიოტა”, „ნისანი”, „ჰონდა” და სხვა კომპანიები, პერიოდულად, რამდენიმე დღით ახანგრძლივებენ ხოლმე იძულებით უქმეობას, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი ქარხნის ამოქმედება კიდევ რამდენიმე კვირის და იქნებ, თვის განმავლობაშიც არ მოხერხდება.



უფრო მეტიც, მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელთა გაჩერების გამო, სხვა ქვეყნების ავტომწარმოებლებიც ზარალდებიან. ზოგ შემთხვევაში, მათ წარმოების შეზღუდვა და უარეს შემთხვევაში, გაჩერებაც კი უწევთ. ამიტომ, იაპონიის სტიქიურმა უბედურებამ, არამარტო იაპონური, არამედ მსოფლიო ავტოინდუსტრიაც კი აზარალა.

თანამედროვე ავტომობილი დაახლოებით 30 000 ნაწილისგან შედგება, რომელთა 70 პროცენტზე მეტს, კომპონენტების მწარმოებელი ასობით კომპანია აწარმოებს. ამასთან, წარმოების პროცესში, ერთი უმნიშვნელო ჭანჭიკის მიწოდების შეფერხებამ, შეიძლება ქარხნის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამას კი ეგრეთ წოდებული „ზუსტად დროში” (ჯასტ ინ ტაიმ) საწარმოო პროცესი იწვევს.

ეს პროცესი ქარხნების ტერიტორიაზე მინიმალური სასაწყობე სათავსების არსებობას ითვალისწინებს და საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც ცხოვრება ნორმალური რიტმით მიმდინარეობს. ქარხანა საჭირო მაკომპლექტებლებს ყოველდღიურად ღებულობს და თითქმის მაშინვე კონვეიერზე უშვებს. ამ პროცესის მეშვეობით (ის პირველად სწორედ იაპონელებმა დანერგეს) ასობით მილიონი დოლარის დაზოგვა ხერხდება. მაგრამ მიწოდებაში მცირე შეფერხებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ამწყობმა ქარხანამ მუშაობა შეანელოს და შეწყვიტოს კიდეც.

იაპონიის სტიქიის რეგიონში, მაკომპლექტებლების მწარმოებელი დაახლოებით 500 ქარხანაა გაჩერებული. ამ ქარხნებში საავტომობილო ელექტრონიკას, პლასტმასის დეტალებს, სხვადასხვა ნაწილებს აწარმოებენ. ეს ქარხნები, გარდა იაპონური კომპანიებისა, უცხოურ კომპანიებსაც ამარაგებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საწარმოები ნორმალური რეჟიმით მუშაობის აღდგენას რამდენიმე თვე ვერ შეძლებენ. არადა, იაპონური ავტოინდუსტრია, რომლის წარმოების წლიური ფულადი მოცულობა დაახლოებით 700 მილიარდი დოლარია, მიწისძვრამდე როგორღაც ახერხებდა იმ კრიზისიდან თავის დაღწევას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.
 24saati.ge

Sunday, May 8, 2011

Munich


View Untitled in a larger map

Bayerische Motoren Werke AG (BMW) — გერმანული კომპანია, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლეტებს და ძრავებს აწარმოებს. საწარმოს შტაბბინა მდებარეობს მიუნხენში. მისი აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე განლაგებულ DAX-ზე იყიდება.
დაარსების ისტორია

 „ოთხი ცილინდრი“ - BMW-ს შტაბბინა მიუნხენში. მის წინ კი გასაღების ფორმის BMW-ს მუზეუმია  


BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანია ხალი სახელი - ”ბაიერიშე მოტორენ ვერკე” ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - ”ტურ 3ა” შექმნა, შემდეგ კო ”მოტორ 4”, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაკს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაკსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა ”R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს ”ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველათი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი ”მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

Wednesday, April 13, 2011

ავტოინდუსტრიის სიახლეები


ავტოინდუსტრიის მსოფლიო სიახლეების დიდი რანდევუ წელს მეოთხმოცედ ტარდება და მართალია, დიდი ეკონომიკური კრიზისი საავტომობილო მრეწველობას ჯერაც მძიმე ტვირთად აწევს და სპეციალისტები კარგი პროგნოზებით ჯერაც არ გვანებივრებენ, მაგრამ ჟენევას ეს მაინც არ ეტყობა.

 
თუ შარშან "პალექსპოს" პავილიონებში მხოლოდ 32 მსოფლიო პრემიერა გაიმართა, ამჯერად იქ სიახლეების ნამდვილი შტორმი იყო. პრაქტიკულად ყველა საავტომობილო კომპანია ჟენევაში მნიშვნელოვანი სიახლით წარსდგა, რომელთა უმეტესობა კონცეპტუალური ნამუშევრებია. ამ ნამუშევრებში კი ნათლად ისახება მსოფლიო ავტოინდუსტრიის მომავალი.

დღეს უკვე თამამად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ მომავალი ელექტრომობილებისაა. მართალია, ჟენევური სიახლეების უმეტესობას ჰიბრიდული ავტომობილები შეადგენს, მაგრამ ეს შიდაწვისძრავიანი ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის უმტკივნეულო გზაა და ჰიბრიდების სიმრავლეც იმაზე მიუთითებს, რომ სულ მალე, კომპანიები თავიანთ მყიდველებს სწორედ ელექტრომობილებს შესთავაზებენ.

მაგრამ ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ჟენევაში ყველას მხოლოდ მომავლის ტექნოლოგიები აინტერესებს. იქ ბევრი ახალი სერიული ავტომობილის ნახვაც შეიძლება და ისეთი კონცეპტუალური მოდელებისაც, რომლებითაც მათი შემქმნელები თავიანთი ახალი კორპორატიული სტილის დემონსტრირებას ახდენენ.

დაკიდევ, ჟენევაში აშკარად იგრძნობა კრიზისის დასასრულის მოახლოება. ამ გარდამავალ პერიოდს კი მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ რაც შეიძლება მეტი მყიდველი მიიზიდონ. ისინი მათ თავიანთ ახლო მომავლის სიახლეებსაც უჩვენებენ, ისეთებს, როგორებსაც ბევრი პოტენციური მყიდველი დაელოდება და თავის მოძველებულ ავტოს მანამ დაიტოვებს, სანამ ჟენევაში შეთვალიერებული ახალი ავტომობილი დილერთა შოურუმებში გამოჩნდება.

ძნელია იმის თქმა, თუ ჟენევური ექსპონატებიდან რომელია ყველაზე თვალსაჩინო და ისეთი, რომელიც სხვებზე მეტად იმსახურებს იმას, რომ რეპორტაჟი მასზე მოყოლით დავიწყოთ. იქნებ "პეჟოთი", რომელსაც დაარსებიდან 200 წელი შეუსრულდა და ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ თავისი ლოგო შეცვალა, თავის ახალ კორპორატიულ სტილსაც დაუდო სათავე და აცხადებს, რომ მალე პრემიუმ სეგმენტში გაბატონებულ გერმანულ კომპანიებს, "ფრანგული ლომების" სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

Thursday, April 7, 2011

საბჭოეთის მოკრძალებული ხიბლი: ძველი მანქანების ნოსტალგია რუსეთის ელიტურ წრეებში

ახლახან რუსეთის ბიუროკრატებმა, კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი შემოსავლებისა და კერძო საკუთრების დეკლარირება მოახდინეს. ძირითადად, ყურადღება მიიპყრო ჩამოთვლილმა ფეშენებელურმა მანქანებმა, იახტებმა თუ საზღვარგარეთ მდებარე სახლებმა. თუმცა დეკლარაციებში ერთი საინტერესო ასპექტიც გამოიკვეთა - საფრანგეთში ვილებისა და ძვირად ღირებული პორშეების გვერდით არაერთხელ შეხვდებოდით ძველ, საბჭოთა პერიოდის მანქანებს. როგორც იუწყებიან, რუსეთის მდიდრებს შორის ამ მოდელების მიმართ ნოსტალგია სულ უფრო მეტად იზრდება.

რუსეთის დედაქალაქში დღეს ბევრად მეტ BMW-ს და „მერსედესს“ შეხვდებით, ვიდრე უწინ ასე ფართოდ გავრცელებულ საბჭოთა „ლადებს“ და „ვოლგებს“. მაგრამ რაც უფრო მდიდრდება ქალაქის მოსახლეობა, მასში ნოსტალგიის განცდაც მატულობს.

ერთმანეთის მიყოლებით არსდება ახალი ჟურნალები და მუზეუმები, რომლებიც ძველ საბჭოთა მანქანებს ეძღვნება - იქნება ეს ტოლიატის ავტოვაზის მიერ გამოშვებული ყუთის ფორმის, სათამაშოს მსგავსი „ლადა“ თუ უფრო მეტად ელიტური ავტომობილები, რომლებსაც მოსკოვში განთავსებული „ზილი“ კრემლის ელიტისთვის უშვებდა.

ხოლო მათ, ვინც ფულის ნაკლებობას არ უჩივის, უკვე შეუძლიათ თავიანთ კერძო კოლექციებს შემატონ აღდგენილი „ჩაიკა“ M-16-ბი და პირველი გამოშვების „ვოლგები“.

მდიდრული ცხოვრების სტილის ამსახველი ჟურნალის „რობ რეპორტის“ რუსულენოვანი გამოცემის რედაქტორი კარენ გაზარიანი ამბობს, რომ ამ მოდას ბიძგი მისცა თავად ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ყურადღებით განახლებული, 1956 წელს გამოშვებული თეთრი „ვოლგის“ ამაყი მფლობელია.

საბჭოთა და რუსული ავტოინდუსტრია

საბჭოთა და რუსული ავტოინდუსტრია

Tuesday, March 29, 2011

ჰიბრიდული ავტომობილები

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის ჰიბრიდული მანქანების გაყიდვა გაიზრდება 23-ჯერ და გადააჭარბებს 11 მილიონს. ამ დროისათვის ამერიკაში ყოველი მეხუთე გაყიდული მანქანა უკვე ჰიბრიდული იქნება, იუწყება JPMorgan-. 2008 წლისათვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი დადიოდა ქალაქებში. ეს მთლიანი ავტომობილების რაოდენობის 0.7 %-ია. The Automotive News- თუ დავუჯერებთ 2020 წლისათვის მანქანის ჩვეულებრივი ძრავის ჰიბრიდულზე გადაკეთება ეღირება 1900$.ეხლა კი იაპონელების პრობლემა და მისი გადაჭრის ხერხიჰიბრიდული ავტომობილები იაპონიის ბაზარზე ლიდერები არიან. იაპონური მედიის ცნობით, ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ხმას, პრაქტიკულად, არ გამოსცემენ, სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა. უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე იაპონელებს ქუჩებში გამოსვლის ეშინიათ, რადგან ჰიბრიდული ავტომობილის ძრავი ხმას არ გამოსცემს. იაპონიის მთავრობის ჩინოსნების თქმით, ეს ავტომობილები საფრთხეს ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ტიპის მანქანა კუთხიდან მოულოდნელად უხვევს ან ნისლის დროს მოძრაობს. იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰიბრიდულ ავტომობილზე სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟდება, რომელიც ხმას გამოსცემს.




Sunday, March 27, 2011

Volkswagen


ფირმა დაარსდა 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის პირდაპირი დავალებით. ის კონსტრუქტორებისგან ითხოვდა გერმანული ოჯახისათვის იაფი სახალხო მანქანის (გერმანულად Volkswagen) შექმნას. 1939 წელს ქარხანა უკვე მზად იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო ის სამხედრო წარმოებაზე ისე გადაერთო, რომ ავტომობილების წარმოება არც დაუწყია. მხოლოდ 1946 წელს გამოუშვეს პირველიხოჭო”– „Kafer“ , 1955 წელს კი მემილიონე მანქანის გამოშვება იზეიმეს. 1960 წელს შპს ფოლკსვაგენი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და აქციები გაიყიდა. 1964 წელს ფირმამ დაიმლერბენცისგან (Daimler-Benz) აუდის (Audi) ქარხანა შეიძინა. 1972 წელს ფოლკსვაგენმა 15.007.034 ”ხოჭოსგამოშვებით მოხსნა ფორდ (Ford T)– რეკორდი. 1973 წელს ფოლკსვაგენმა პირველიპასატიგამოუშვა, 1974 წელს კი – ”გოლფ I” (Golf I). 1975 წელს გამოუშვეს პირველი თაობისპოლო”, ხოლო 1978 წლიდან ჯეტა I (Jetta I). 1980 წელს გერმანიაშიხოჭოსგამოშვება დასრულდა, მაგრამ მექსიკის ქარხანაში მისი წარმოება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1981 წელს გამოვიდა მეოცმილიონეხოჭო” (ბოლო ეგზემპლარი კი 2003 წლის 30 ივლისს გამოუშვეს და ის იყო 21.529.464–ხოჭო” , რაც ერთი მოდელისთვის მსოფლიო რეკორდია). 1981 წელს მეორე თაობისპოლოგამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს ააწყეს 25 მემილიონეგოლფი”.




VOLVO P-1800S

მანქანა ყველაზე დიდი გარბენით არის 1966 წლის ვოლვო PP-1800S, რომელსაც 1.764.000 მილი აქვს გავლილი დღემდე.

Friday, March 25, 2011

ჰენრი ფორდი (. 30 ივნისი, 1863 — . 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდელი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძვნა "ფორდის ავტოკომპანია". 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.

მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Hhenry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.